რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯეიმს კომერი – COVID პანდემია ეს იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობა

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯეიმს კომერი – COVID პანდემია ეს იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობა.

COVID-ის პანდემიის დროს, კონგრესმა გამოყო 3,5 ტრილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დახმარების სახით, რომელიც წავიდა კონკრეტული ადამიანების და ბიზნესმენების ჯიბეში. ამ თანხებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უგზოუკვლოდ გაქრა. კონგრესის პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ჯეიმს კომერიმ ფაქტს „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობა“ უწოდა.

როდესაც ფედერალური ფონდებიდან დაახლოებით 560 მილიარდი აშშ დოლარი არასწორად არის განაწილებული სახელმწიფო და ფედერალური სააგენტოების მიერ, საჭიროა კითხვების დასმა და მასზე პასუხის მიღება, თაღლითურ სქემაზე პასუხისმგებელი ხალხი უნდა დაისაჯოს.

შრომის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ 794 მილიარდი დოლარიდან, მოპარულია 163 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე იყო გამოყოფილი.

ამჟამად ასობით თანამშრომელია სხვადასხვა უწყებაში, რომლებიც მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა თვალყური ადევნონ ამ თანხების მიმოქცევას. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები დაიჭერენ ამ კრიმინალებს და თავიდან აიცილებენ მომავალ თაღლითურ სქემებს, რომელიც ფედერალური სააგენტოების მიერ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული – ეს ინფორმაცია დღეს, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა.

წყარო: newposts.ge