საფრანგეთი და იტალია უყრაინას SAMP-T-Mamba-ს საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს ამ გაზაფხულზე მიაწვდიან. ამის შესახებ საფრანგეთის შიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტენ ლეკორნუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისი თქმით, სარაკეტო სისტემების მიწოდება შეთანხებულია იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან.
SAMP-T-Mamba საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც განკუთვნილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მას შეუძლია, ერთდრულად 16 სხვადასხვა საჰაერო მიზნის განადგურება.
უყრიანის პრეზიდენტმა, ვლადიმერრ ზელენსკიმ საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს უყრიანისთვის აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თხოვნით ოქტომბრის დასაწყისში მიმართა.