ანა წითლიძე – მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისცემს ადამიანს სიცოცხლის უფლებას თუ მოკლავს მას ციხეში

მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცემს ადამიანს სიცოცხლის უფლებას, თუ მოკლავს მას ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ, საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

წითლიძის თქმით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

„ძალიან ძნელია წინასწარ განვსაზღვროთ რას იზამს სასამართლო, მითუმეტეს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არის. მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცემს ადამიანს სიცოცხლის უფლებას, თუ მოკლავს მას ციხეში. როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება, აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე. გეგმა არის ბრძოლა ყველა აუცილებელი ბერკეტით, -სამართლებრივად, ქუჩაში პროტესტითაც, საერთაშორისო მნიშვნელობითაც – ყველა არსებული ბერკეტით უნდა შევძლოთ შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ იმას, რომ ამ ქვეყანაში არ კლავდნენ პრეზიდენტებს“, – განაცხადა წითლიძემ.