ბრიტანეთის მუზეუმმა ე.წ. „LGBTQ ისტორიის თვის“ ფარგლებში პოპულარიზაცია გაუწია უძველეს რომაულ თასს, რომელზეც, ექსპერტების აზრით, პედოფილური სექსუალური აქტია აღბეჭდილი.
ბრიტანეთის მუზეუმმა ე.წ. „LGBTQ ისტორიის ფარგლებში“ უორენის თასის, უძველესი რომაული არტეფაქტის, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით პირველ საუკუნეში შეიქმნა, პოპულარიზაცია მოახდინა – მიუხედავად იმისა, რომ თასის ერთ გვერდზე პედოფილური სქესობრივი აქტია გამოსახული.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ბრიტანეთის მუზეუმმა უორენის თასის პოპულარიზაცია მიმდინარე თვეში დაგეგმილი LGBTQ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მოახდინა:
„თებერვალი არის „LGBTQ ისტორიის თვე“, წერს მუზეუმის ხელმძღვანელობა სოციალურ მედიაში და პოსტს თან ურთავს თეთრი დროშისა და ცისარტყელას გამოსახულებებს.
თუმცა, სოციალური მედიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ თასზე არა მხოლოდ ჰომოსექსუალური აქტი, არამედ ასევე, პედოფილური სექსუალური აქტიც არის გამოსახული.
მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში თასზე გამოსახული არატრადიციული სექსუალური აქტები ორ მამაკაცსა და ასევე, ზრდასრულ მამაკაცსა და პატარა ბიჭუნას შორის დეტალურად არის აღწერილი.
ბრიტანეთის მუზეუმი Breitbart London-ისთვის მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ არტეფაქტს, როგორც „LGBTQ ისტორიის“ ხსოვნის ნაწილს ისე მოიხსენიებს.
„უორენის თასი ჩვ.წ.აღ.-მდე მე-10 საუკუნით თარიღდება და მასზე აღბეჭდილი გამოსახულება ადასტურებს, რომ უძველესი რომის პერიოდში მსგავსი ტიპის სექსუალური ურთიერთობა, შედარებით უფროს და ახალგაზრდა მამაკაცებს შორის, ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა და იმდროინდელ საზოგადოებას აღნიშნული ფაქტის მიმართ საკმაოდ შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდა” – აცხადებს მუზეუმის წარმომადგენელი.
„დღევანდელი სტანდარტებით ასეთი რამ მიუღებელია – ჩვენ ეს თასი „LGBTQ ისტორიის თვის“ ფარგლებში გამოვყავით, როგორც ისტორიული ობიექტი” – დასძინა მან, თითქოს პედოფილიის ამსახველი გამოსახულების წარმოჩენა და მისი საჯაროდ ჩვენება დიდად საჭირო, მიზანშეწონილ ან ღირებულ ქმედებას წარმოადგენდეს.
წყარო: alt-info.ge