თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად ევროკავშირმა 10-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება განახორციელა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მთავრობას დახმარება ნატო-მ, ევროკავშირმა და მსოფლიოს 45 ქვეყანამ შესთავაზა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დახმარების მზადყოფნა საჯაროდ გამოხატეს არიან: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, გერმანია და ჩინეთი. ამასთან, ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ქვეყანა თურქეთში 15 მეტრულ ტონა სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას აგზავნის.