ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა იერიქონის ლტოლვილთა ბანაკში რეიდისას რამდენიმე ადამიანი მოკლეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა იერიქონის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული რეიდისას რამდენიმე ადამიანი მოკლეს.

როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, ოპერაცია ჰამასის მებრძოლების წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ 28 იანვარს იერიქონის ერთ-ერთ უბანში, რესტორანზე თავდასხმის განხორციელების მცდელობაში.