„ნაციონალური მოძრაობის“ მელიას დანაყოფის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ და პარტიის ახლად არჩეულ კომიკურ ხელმძღვანელებს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
სინამდვილეში, აქაც რეალობის გაყალბებას ცდილობენ. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახდნენ დაეთმოთ ხელისუფლება!
მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები! მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების, ხალხზე ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბი, იყო წარმოუდგენელი – არც ამან უშველათ!ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში გაცილებით უარესს მიიღებდნენ. ამიტომ დათმეს, მოუწიათ!
ამ რეალობის ფონზე მათი განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია!“, – წერს მდინარაძე.