რუსების „ნამესტნიკები“ ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ – ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მისი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„როგორც მოსალოდნელი იყო რუსების „ნამესტნიკები“ ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და ამათ გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.