დასავლური კომპანიების უმრავლესობა რუსეთში ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებს. ამის შესახებ Politico გალენის უნივერსიტეტისა და IMD-ს კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსული ბაზარი ევროკავშირის და G7-ს ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა. მათ შორის უმეტესობა – 18% ამერიკული კომპანიაა. ევროკავშირში ბაზირებული კომპანიების დონე 8.3%-ს შეადგენს, იაპონურებისა კი 15%-ს.
„ეს მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლური კომპანიების სურვილს, ჩამოშორდნენ იმ ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებსაც მათი მთავრობები გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ“, – აღნიშნულია კვლევის ავტორების განცხადებაში.