ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამო. პარალელურად კი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა და უკრაინასთან მიმართებაში პრაგმატული პოზიციის არჩევის გამო დაუდასტურა პატივისცემა. ბონუსად კი განაცხადა რომ, „დასავლეთი თავისი ახირებებით საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგის წარმოებას უშლის ხელს“. ასევე, რომ „საერთო ჯამში, ჩვენ ქართველებთან არანაირი პრობლემები არ გვაქვს“_ო. რას უნდა ნიშნავდეს ეს გზავნილი, – პრობლემები მართლაც არ გვაქვს, თუ მოგვარების სურვირლს ან საშუალებას, და ზოგადად, რამდენად რეალურად გეჩვენება დიალოგის დაწყება აფხაზთან და ოსთან, რუსის ხელშეწყობით? კერძოდ, რა დივიდენდებს უქადის საქართველოს, რუსეთთან დამთბარი ურთიერთობები?
საერთოდ, აპრობირებული მეთოდია მდარე ხარისხის ლიტერატურაში; შექმნა პირობითი ანტიგმირისგან ერთგვარი საფრთხობელა და სალანძღავ გროტესკად აქციო. რასაც წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდა, ლამის მთელი ქართული პოლიტ_ისტებლიშმენტი და მედია, რუსეთის ლიდერების, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის მიმართულებით. ის პერსონაჟი კი, რომლის მიმართ სიმპათია გაგაჩნია, ანდა ტრივიალური მერკანტილური ინტერესი, წარმოაჩინო მაგ კარიკატურის ფონზე უნაკლო გმირად, ერთგვარ „სინათლის მეომრად“. ღმერთების დახმარებით რომ ამარცხებს ქტონიკური ძალების პირმშო დრაკონს. რომელიც, დამატებით ამ არქეტიპულ სიუჟეტთან ერთად, ყველანაირი სიქველითა და სიმართლითაა აღჭურვილი. ეს ხდება, რათა ზედმეტი რეფლექსიისა და კითხვების გარეშე, უპირობო მორალური უპირატესობა ჩაუბეჭდო მკითხველს საჭირო პერსონაჟის მიმართ და ამგვარად წარმართო ის იმ დასკვნამდე, რომელიც აწყობს ავტორ-პრპაგანდისტს. ამ შემთხვევაში, ჰიპერტროფირებული საკრალიზაციის თვალსაჩინო მაგალითად, უკვე როგორც სიბნელის (ანუ რუსის) საპირწონე, აშშ-სა და ზოგადად ევრო-ატლანტიკური ბანაკის ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა გვევლინებოდა ქართულ პოლიტიკურ & მედია ველზე. ეს უნებლიეთ ხდება, თუ ასეთი „მანიქეველური“ მითის ავტორი თავად ზედაპირულია, ან ინდოქტრინირებული პროპაგანდით და ნებსით, თუ კონკრეტულ დაკვეთას ასრულებს. ასეთ ხრიკს მიმართავენ-თქო, როდესაც ნაწარმოები ერთგანზმოლებიანია, მოწყვეტილი რეალობას და სიუჟეტი შავ-თეთრი. იმდენად სწორხაზოვანი, რომ პირველ გვერდიდანვე ხვდები, თუ როგორ დასრულდება ეპილოგი. მაგრამ ასე ნაჯახისებურად, დალტონიკის ხედვის დიზპაზონში როდი ხდება სცენარის განვითერაბა დიდ ლიტერატურაში და შესაბამისად რეალურ ცხოვრებაში. სადაც ფერების კასკადთან ერთად, მათი უამრავი გრადაციაც არსებობს და რამოდენიმე სიუჟეტი პარალელურ რეჟიმში ვითარდება, თან სხვადასხვა ხარისხის პრიზმაში. ანტიგმირი კი, ხშირად ისეთივე სიმართლის და დადებითი თვისებების მატარებელია, როგორც გმირი. შესაბამისად ეპილოგსაც, უამრავი ვარიაცია გააჩნია, რომელიც დამოკიდებულია პერსონაჟების ნებელობით აქტზე, გასხივოსნებაზე, ე.წ. „შავ გედზე“, ბიფურკაციის წერტილებზე ციკლებს შორის, Deus ex machina_ზე („ღვთებრივ მანქანა“), და ავტორის იმპროვიზაციაზე ბოლო-ბოლო.
-დავით, ჩაგეჭრები; რადგან ჩვენს ინტერვიუების ციკლს, მანიფესტირებასთან ერთად, დიალოგის ფორმა აქვს და მაქვს უფლება. ეს, კარგ მეგობრობას თავი რომ დავანებო. რადგან თემა ფრიად რთულია, ჩვენს მკითხველს მინდა გავუადვილო გაგება. თავად „აჭარის“ რედაქტორი იყავი და კარგად მოგეხსენება რომ, ინფორმაციის მიღების და აღქმის 3 არხი არსებობს – ვიზუალური, აუდიალური და კინესტეტიკური. უკანასკნელით, ფორმატის გამო, საკითხის მიტანა მკითხველმდე გამორიცხულია და მხოლოდ ვიზუალურით კი, არასაკმარისი. ამიტომაც პირველით რომ არ შემოვიფარგლოთ, მეორეს – ე.წ. აუდიალურს მოვიშველიებ შენი მონათხრობის მეტი თვალსაჩინოებისთვის. ასე ვთქვათ, – რომ 3_d ეფექტს მივუხლოვდეთ. საით მიმყავს და, შენს მიერ ზემორე ჩამოთვლილთან ერთად, დავამატებდი რომ ეს, ასევე შეიძლება იყოს „სიხარულის ოდა“, „გედების ტბა“, „ვალკირიების გაფრენა“, მაგრამ არამც დუქნის სამნოტიანი მელოდია, ნამღერი დაშაქრული ხმით. რადგან საინტერესო ავტორმა იცის რომ ცხოვრება სიმფონიაა. რომ ის მრავალწახნაგოვანია, ბოროტება და სიკეთე კი ერთმანეთთან დიალექტიკურად დაკავშირებული. ამის თქმა გინდა, ხომ სწორად გავიგე და მგონი უფრო გასაგებად განვუმარტე კიდეც აუდიტორიას?
მადლობის მეტი რა მეთქვის ჯემალ, დავსძენდიღა; და ნება ადამიანის, თავისუფალი ნება! დათქმებით, „თვითობის“ ხარისხიდან გამომდინარე – ასევე ბიოლოგიის, კულტურული, რელიგიური და ისტორიული ნარატივების, ეკონომიკის და ა.შ., გავლენის გათვალისწინებით. მაგრამ, მაინც თავისუფალი გარკვეულ დიაპაზონში. მერედა, იქნება მთავრი პერსონაჟი გმირი თუ ანტიგმირი საბოლოო ჯამში, სიტუაციებზე და კონტექტსზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ რაოდენ ოსტატურად მოახდენ თავშივე მის დეჰუმანიზაციას (როგორც ეს რუსის შემთხვევაში გვხდება), ანდა ჰიპერტროფილურ ჰეორიზაციას მიზნებიდან გამომდინარე (როგორც ეს აშშ-სთან მიმართებაში არის). ასევე ისიც, რომ რეალობა კომიქსი არაა, სადაც ერთგანზომილებიანი ნახატებით გადმოსცემენ ხოლმე ურთულეს და მრავალ ფაქტორიდან გამომდინარე, უამრავი შრისგან შედგენილ მასალას და ამით აბითურებენ თემას. ასეა აქაც, უკრაინასთან, რუსთან, აფხაზთან და ოსთან მიმართებაში. ყველა მათგანს, თავისი სიმართლე გააჩნია, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოწარმომქნელი ერის წარმომადგენელმა – ქართველმა, უნდა გაითვალისწინოს. შეკრას „წითელი ხაზების“ გათვალისწინებით და კრისტალიზაციის მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო ჭეშმარირტებად შესთავაზოს მათ. ძველი შეცდომების ზოგადეროვნული და კეთილსინდისიერი გადაფასების შემდეგ, „სუვერენული დემოკრატიის“ ფორმატიდან გამომდინარე და არა როგორც ადრე, აშშ-ს „კლიენტელა“ ქვეყნის სტატუსის დარად, – ისტერიითა და ორპირობით. ისე უტიფრად, ვითომცდა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან გადაცდომები. მაგალითად, „ეროვნულების“ ქსენოფობიური გამოხტომები ოსების მიმართ, სოხუმში „მხედრიონის“ თარეში, შიზოიდი სააკაშვილის ავანტიურა და ა.შ. სისხლხორცული გათავისება იმის რომ, რუსეთი მიწის მესამედზე გადაჭიმული იმპერიაა და არა იდიოტების თავყრილობა, ანდა ალტრუსტთა კლუბი რომელიც უანგაროდ მოქმედებს. რომ ის მუდამ იაქტიურებს ჩვენს წინააღმდეგ, თუ დაინახავს რომ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მათთან მტრულად განწყობილი ქვეყნების ბაზად გადაქცევას ლამობს მავანი. ან სულაც, a-la შევარდნაძის სტილში მოქმედებს; ამ სკოლის მომხრეთა კატეგორიის მიამიტური გაგებით ხომ საერთოდ.., რუსი უკვე იმის გამო უნდა იყოს ქართული მხარის მადლიერი და ცხინვალ-აფხაზეთი დაგვიბრუნოს, რომ ფინიასავით არ უყეფენ კრემლს კავკასიის ქედს აქედან. რის ახსნას ვცდილობ ესოდენ სკრუპულოზურად და, ქართული ისტებლიშმენტის მიერ შერჩეული, 90-იანებში შობილი ქცევის მოდელის თუნდაც ეს ორი ვერსია, დღეს საერთოდ გამოუსადეგარია. ახლა გზა ერთია-თქო, შედეგზე ორიენტირებული დიალოგი მათთან, და „без дураков“. სრულდება გლობალური სამყარო – იწყება ახალი ეპოქა, რომლის მხოლოდ კონტურები მოსჩანს ჯერ-ჯერობით. მაგრამ, მოგვწონს ეს თუ არა, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ჩვენ ახალ ძალთა ცენტრების ინტერესთა ეპიცენტრში ვიქნებით. სადაც გავლენების კუთხით, რუსეთს უდიდესი და შესაძლოა გადამწყვეტი როლი მიენიჭოს. ისეთი დაახლოებით, როგორიც პირველი მსოფლიოს წინ და მეორე სამამულო ომის შემდეგ იყო. იბადება ახალი სამყარო-თქო, აღორძინებული რუსეთის ზემოქმედებითურთ რიგ ევროპულ ქვეყნებზე და დამატებით, სტრატეგიულ კავშირში ჩინეთთან. რომელიც, XIV საუკუნის, ანუ მინის დინასტიის 2-საუკუნოვანი ბატონობის და დაცემის შემდეგ, პირველად 400_წლიანი პერიოდის განმავლობაში ესოდენ გაძლიერებულია სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ეს, ახალი საერთაშორისო კონფიგურაცია, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება, ერთი-ორად სახიფათოა ქვეყნისთვის, თუ გავითვალისწინებთ ქართულ ჰარი-ჰარალე და „ენჯეოშნიკურ“ მიდგომებს, ასევე „მიშისტებით“ გადატენილ განათლების სიტემას, საგარეო უწყებას და მედიას.
-ჩაგეჭრები; ახლახანს, კერძოდ 4 თებერვლს იყო იალტის კონფერენციის მუშაობის დაწყების ღირსახსოვარი თარიღი; რომელიც ჩვენს მედიას საერთოდ არ შეუმჩნევია. რადგან ქვეყნისთვის, მეათეხარისხოვანი და გასართობი თემებით არიან გატაცებულნი. ამიტომ, ვისარგებლოთ რა შემთხვევით და შევახსენოთ ბარემ ჩვენს მკითხველს ისიც, რომ 1945 წელს ეს კონფერენცია დასრულდა იალტა-პოტსდამის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის შექმნით. რომელშიც 1991 წლამდე ვცხოვრობდით და მას მერე, ის კვდობოდა. 30 წელიწადი გასტანა ამ აგონიამ და შენი არ იყოს, მეც ვხედავ რომ დღეს ის, ბოლო წუთებს ითვლის.
ისტორიზმის პრიზმაში, აქ არაფერი განსაკუთრებული ხდება; თუმცაღა, კომიქს „Captain America“_ზე გაზრდილ ნეოლიბერალებს შეიძლება მოეჩვენოთ რომ, აპოკალიფსი გვიახლოვდება (იცინის). არადა ციკლურობა, ჩვეული ამბავია ცივილიზაციისთვის; ასე მაგალითად, იყო ვესტფალიის (1648 წ.), ვენის (1815 წ.), ვერსალის (1919 წ.) სისტემები, რომლებიც იალტამ ჩაანაცვლა 45_ში, და რომელსაც ახლა, ჩვენს თვალწინ ანაცვლებს ახალი, ჯერ-ჯერობით უსახელო სისტემა. შეიძლება მას „კიევისაც“ კი ეწოდოს, თუ ზაფხულის ბოლოსთვის რუსმა მოახერხა და ზელენსკი ჩამოაცილა ხელისუფლებას. რისი ალბათობა ძალზე დიდია. მაგრამ ისიც უნდა გვქონეს მხედველობაში, რომ ეს კონკრეტული, საბრძოლო მოქმედებების თეატრი უკრაინაში, მხოლოდ ერთ-ერთი აქტია იმ მრვალთაგანს შორის, რაც მოჰყვება ხოლმე ასეთი ტიპის მსოფლიო გადანაწილებებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ისტორიულ ეტაპზე, დაჩქარბული წესით ხდება ეს იმიტომ რომ, 91_ში, როდესაც ფორმალობად იქცა იალტა-პოტსდამის ფორმატი, ამ ვითარებით ძალზე გაუთვლელად ისარგებლა აშშ_მ. ამერიკამ მაშინ, რუსზე მიცემული ყველა პირობა დაარღვია – შედეგად მივიღეთ ნატოს უპრეცედენტო გაფართოება, ომები აღმოსავლეთში, არაბული რევოლუციები, ლტოლვილები და ა.შ. რამაც თავის მხრივ, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, რუსეთის სიღრმისეული ძალების გამოღვიძება და მობილიზაცია გამოიწვია ФСБ_ს საფარქვეშ.
-და განა მხოლოდ რუსეთში გამოიწვია შტატების ასეთმა ვულგარულმა ქცევამ მსგავსი ტრანსფორმაციები სახელისუფლებო ვერტიკალში? აგერ, ჩვენი მეორე დიდი მეზობლის, თურქეთის შს მინისტრის მიერ, აშშ–ის ელჩზე ახლახანს ნასროლი განცხადებაც შეიძლება მოიყვანო შენს მიერ ზემოთქმულის დასტურად. კერძოდ; „შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან – აშშ–ის ყველა ელჩი, როგორც კი აქ ჩამოდის, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება გადატრიალების მოწყობა“. ეს რეპლიკა სხვათა შორის, „ხალხის ძალის“ გზავნილების სულისკვეთებას ერთი-ერთში იმეორებს, რაც მსგავს ტრანსფორმაციის ტენდეციებზე ჩვენთანაც მეტყველებს არა?
კი, მარკერია; ხოდა, წარმოედგინდა ვინმეს ასეთი რამ ორიოდე დეკადის წინ, როდესაც თუნდაც სტომბოლის ხელშეკრულებას ეწერებოდა ხელი. სადაც დათქმით – როცა მოილპარაკეს საქართველოდან რუსის ჯარის გაყვანის თაობაზე, ბათუმში უნდა აშენებულიყო ანტიტერორისტული ცენტრი. სხვა მრავალთან ერთად, ეს პირობაც დარღვეული იქნა. არადა ეს ცენტრი დაფუძნებულიყო მაშინ, დღეს შესაძლოა ცხინვალი და სოხუმი ჩვენი ყოფილიყო. მოკლედ, მთელი ეს წლები ვხედავდით ტყუილების კასკადს, შეცდომებს, ეგზალტაციას, უპასუხისგებლობას და შესაბამისად არაწსწორ ტაქტიკის. არ ვიმჩნევდით, ანდა რუსის არ იყოს, «включали дурачка». გარშემო კი, იცვლებოდა რეგიონი – ჩვენ ამ დროს, მხოლოდ საკუთარი სამზარეულოთი ვიყავით დაკავებულნი. ნაცვლად იმისა, რომ ადეკვატური რეფლექსია გამოგვემჟღავნა. მერედა, იმის მაგიერ, რომ ახალ ვითარებაში, განათლების სისტემა, საგარეო უწყება, მედია, ენჯეო-სექტოორი ფლაგმანი ყოფილიყო საჭირო ნარატივების ტრანსლირებაში (როგორც ეს წარჩინებულ ქვეყნებში ხდება ხოლმე), პირიქით – ამ „ზვიადისტურ-მიშისტურ“ რეალობას ასულდგმულებდა და რუსოფობიულ განწყობებს აღრმავებდა. რის გამოც ვერ ვამჩნევდით მასობრივი ცნობიერების დონეზე რომ სხვა, 90_იანებთან შედარებით რადიკალურად შეცვლილ სამყაროში ვცხოვრობთ და ვაგრძელებდით მემარცხენე ლიბერალური ანტიუტოპიის მშენებლობას, არქაული ნაციონალიზმის შეფერილობით. ეს ხდებოდა მანამ, სანამ გამოჩნდა ივანიშვილი. რომელსაც თავის მხრივ და დაწყებით ეტაპზე, პროპაგანდით იმდენად მოჯადოვებულ გარემოსთან ჰქონდა საქმე რომ, იძულებული გახდა გვერდში მთელი ის მემარცხენე ლიბერალური „ტუსოვკა“ ამოეყენა. რომლისგანაც ნელ-ნელა, საქართველოს განჯადოებასთან ერთად თავისფლდებოდა გზა და გზა – ალასანია, ბესელია, ძმები ბერძენიშვილები, კვირიკაშვილი, პორტირებული მედროვეები და ა.შ., ამათ გარეშე შეუძლებელი იყო უბრალოდ ტრანზაქცია ისეთ ქვეყანაში, სადაც ამერიკის ელჩი გუბერნატორის უფლებამოსილებით სარგებლობდა.
-მეც მაგ აზრამდე მივდივარ ნელ-ნელა, რომ სააკაშვილის პერიოდში დამკვიდრებული ფორმატები თავის მოტყუება და დროის უყაირათო ხარჯვაა იმ მოვლენების შემხედვარე რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. მერედა, ჩვენსგან განსხვავებით, რუს არსად ეჩქარებათ – რადგან მათი, და არა ჩვენი ჯარი დგას ქართულ მიწაზე.
მოლაპარაკებების საგანია, ეს ბუნების საწინააღმდეგო უსიმოვნებაა და მხოლოდ ახალ, არა „მიშისტურ“ ფორმატში, ასევე აშშ-ს ელჩის მეთვალყურების გარეშე თუ გადაწყდება დადებითად. რის მერე, აღარ დადგება ჩვენს მიწაზე ოკუპნატის ჯარი და თუ დადგება როგორც მოკავშირესი, შემოერთებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ერთად, მშვიდობის გარანტად! თან – ეს განლაგება სოციალ-ეკონომიკური მიმართულებითაც, იმდენად მომგებიანი უნდა იყოს, რომ პროპაგანდით ტვინგამორეცხილმა, იმ კონტიგენტმაც კი, ვინც ჩვენი ქვეყანა მიიყვანა სინამდვილეში ასეთ მდგომერეობამდე, დადუმდნენ ერთხელ და სამუდამოდ. რადგან, რაგინდ არ მოგწონდეს რუსი, სწორედ რომ რუსეთს როგორც უწინ, შეუძლია შეუწყოს ხელი ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას და განვითარებას. წიგნში, „არასოდეს დანებდე“ ჩერჩილს აქვს ნათქვამი ჩვენზა ზედგამოჭრილი რეცეპტი; „მე რუსეთის ქმედებების პროგნოზირებას ვერ შევძლებ, მაგრამ სავარუდოდ ვიცი გასაღები და ესაა რუსეთის ეროვნული ინტერესები“_ო.
-ჰმ, ამ გზას, რაციონალიზმთან ერთად სითამამე, გულწრფელობა, შრომა და სამშობლოს სიყვარული სჭირდება, რადგან ეს მეტადრე პასუხისმგებლიანი გზაა შთამომავლობის წინაშე. ამიტომაც, თუ ზედმეტი დაძაბვა და შრომა არ გინდა, ასევე პასუხიმგებლობის აღება, პოლიტიკა კი საშოვარი გგონია, ან გრანტის მოპოვების საშუალება; უმარტივესი რეაქცია იქნება ვაშა-პატრიოტული ყიჟინის ატეხვა და ძახილი იმისა, „თუ რას ჰქვია უკრაინას ტანკებით არ ვეხმარებით / ფრენები რატომ აღდგება / პრობლემები არ გვაქვს-ო / განა თქვენი ჯარი არ დგას აფხაზეთში და ცხინვალში-ო“, არა?
ესაა სწორედ ის მატრიცა, რომელშიც დეკადებია ვიმყოფებით, და რომლის შეცვლას ცდილობს ახლა ძალზე დელიკატურად ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემი, რადგან კარგად ესმით თუ რაოდენ ოსტატურად იმუშავა აქ გარკვეულმა ძალებმა. ობობას ქსელივით რომ, ლამის მთელი ერის პასიონარული ნაწილი გახვიეს ამ მემარცხენე ლიბერალურ და ჰიპერვესტერნიზირებულ პარადიგმაში. მოკლედ, მიმყავს მათ დარად, მეც მაქითკენ; კეთილსინდისიერი დეტალიზაციის შემთხვევაში, პასუხიმგებლიანი მოქალაქე დაინახავს მიზეზებს, და კიდევ, საინტერსო რაკურსით ისეთ ბევრ ნიუანს, რომლებსაც არ, ანდა ვერ შლის მაგალითისთვის, „მიშიზმ-ზვიადიზმით“ მოჯადოვებული ქართული ტელევიზიები. სიტყვაზე, თუ რატომ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას სწორედ რომ ტელევიზიებზე? რადგან ეს ყველაზე მეტად დამნაშავე და გამომპალი სახელმწიფოწარმომქნელი ინსტიტუტია საქართველოს უახლეს ისტორიაში! სადაც ერთის მხრივ, მემარცხენე ლიბერალური ძალები და მეორე მხრივ პროვინციელი ფაშისტებია მოკალათებული. ერთმანეთთან კოოპერაციაში მყოფთ, სწორედ რომ მათი ძალისხმევით შექმნილ ზეიდეოლოგიზირებულ და ჰედონისტურ კონტენტს მიუძღვის ლომის წილი უამრავი საშუალო სტატისტიკური ქართველის ფსიქიკის შერყევაში და რეალობის გამრუდებულ აღქმაში. არის რა თქმა უნდა გამონათებებიც მაგ ველზე და განსაკუთრებით მინდა გამოვყო რამიშილი, ბაჩო & გური, სოსო მანჯავიძე, დემურ გიოხრელიძე, დავით ქართველიშვილი და ნუკრი შოშიაშვილიც. მაგრამ იმდენად მცირე დოზითაა ეკრანებზე, ეს მათი ქართული ნათელი გონის, ჯანსაღი ინსტინქტების რეპრეზენტაცია წარმოდგენილი, რომ საერთო დისკურსს, რომლის ჩამოყალიბება წლების განმავლობაში და ინდუსტრიულ დონეზე მიმდინარეობდა, ასეთი ცალკეული პერსონალიები, თუგინდ hi-teсh პროექტებში ვერ ცვლის. რადგან, დაწყებული გურამ პატრიაშვილის ქსენოფობიური ბოდვებისგან 90-ანებში, გაგრძელებული უსქესო ჰიპსტერების ერთობლივი დეფილეებით, სოციალურად უპასუხისმგებლო კეკელკების გასართობ პროგრამებში, დამთავრებული დუჟმოდებული სვიმონ მასხარაშვილის ისტორიის გაუპატიურებით და ა.შ., ყველამ ერთად ისეთი ტრენდი შექმნა, რომელმაც მაყურებლის მსოფლმხედველობა იმ ტიპის კომიქსების მკითხველის დონეზე დაწია, რომელზეც თავშივე ვისუაბრე ესოდენ ვრცლად. ვგონებ, ახლა მაინც იქნება გასაგები, თუ რატომ იყო შეუძლებელი ასეთი ტიპის კულტუროლოგიული წიაღსვლების გარეშე, ჩვენი საუბრის საჭირო მიმართულებით ჩაშლა.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე