საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.

„უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე, სამძიმრის წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო “ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს” – წერს ზურაბიშვილი.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს,” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე”.

წყარო: ptn.ge