2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი – ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს შნაგას საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, დღეს არსებული სიჩქარის ლიმიტები დედაქალაქში საკმაოდ მაღალია. ლალიაშვილი მიიღცნევს, რომ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და არსებული ლიმიტების გადახედვა.
წყარო: ptn.ge