ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს. ალბანეთის პოლიციის ინფორმაციით, 42 წლის მინდია “ლავასოღლი” საქართველოში ექსტრადიციის მიზნით არის დაკავებული.
მათივე ცნობით, ლავასოღლი ტირანაში უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით იმალებოდა.
„მოქალაქე მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის მიზნით კოლეგებთან თანამშრომლობა გრძელდება“, – აღნიშნულია ალბანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.