ევროკავშირმა საზღვარგარეთ რუსული საწვავიდან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარი მოხსნა.
ევროკავშირმა საზღვარგარეთ რუსული საწვავიდან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარი მოხსნა – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე.
– „თუ რუსული ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყანაში გადამუშავდება სხვა სახელმწიფოში წარმოებულ ნავთობპროდუქტებთან შერევით, მაშინ რუსული ნავთობპროდუქტები აღარ განიხილება რუსულად და ფასის ლიმიტი არ გავრცელდება მასზე“ – ნათქვამია სტატიაში.
დასავლეთის ქვეყნების საწვავის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 5 თებერვალს შევიდა ძალაში: ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი, ხოლო ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა დააწესეს ფასის ზედა ზღვარი.
წყარო: itv.ge