ასეთი ტიპის შიდა გარიგებები თუ შეთანხმებები რაღაცის სანაცვლოდ, ბუნებრივია, ისე არ ხდება, ტყუილად მთავრობა არ გამოიტანდა თავის საჩივრებს პრეზიდენტის მიმართ, არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის წესი, როგორც მოქმედებს და ოპერირებს დღევანდელი ხელისუფლება, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მთავრობის მიერ პრეზიდენტის მიმართ შეტანილი საჩივრების უკან გატანას.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, ენმ-ს და სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს“ არც დაუშვია, რომ შეიძლებოდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რეალური განხეთქილება ყოფილიყო.
„ოღონდ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამის მოლოდინი არც გვქონია განსხვავებით სხვებისგან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვინც ფიქრობდა, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტის განცხადებებს შეიძლებოდა რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყოლოდა და მასსა და მთავრობის შორის განხეთქილება გაჩენილიყო. როგორც ჩანს, ეს ასე არც არის. გაგვიკვირდებოდა ეს რომ ასე ყოფილიყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი შეხედულებების სისწორეს,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.