ლინკოლნ მიტჩელი: ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდება. ეს ადამიანური ტრაგედია იქნება და პოლიტიკურ ჭრილში საქართველოში არასტაბილურობა შეიძლება დააჩქაროს. თუმცა, ნებისმიერი ამერიკელი, რომელიც თავგამოდებით ლექციას უკითხავს თბილისს, მაგრამ ამავდროულად ნებისმიერი, ვინც ხმას არ იღებს ამერიკის დამსჯელი სისტემის ძალადობის, ძალმომრეობისა და საშინელებების შესახებ, არ შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული. ეს არ არის სიტყვის შებრუნება. ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს“, – აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა.