ელოდებოდნენ შიდა არჩევნების შედეგებს და გუშინდელ სასამართლო პროცესს, მათი ქმედება აქედანაა გამოწვეული, რომ როგორმე მოხდეს ქართულ საზოგადოებაში ამ თემით სპეკულირება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია პროცესების რადიკალიზებას ცდილობს.
„რადიკალიზმი, რასაც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ როგორმე ხმამაღალი საუბრით გამოეწვიათ ემოცია თითქოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყო ამ პროცესის მონაწილე. ცნობილი პროცესია, რომელსაც მუდმივად მიმართავდნენ. დღეს ლიდერი შეეცვალათ და ბატონი ხაბეიშვილია. ვიცით მისი ქმედებები, პოლიტიკაში ყველაფრის მკადრებელი ადამიანია. თავიდანვე მოლაპარაკების სცენარი იყო და არ არის გასაკვირი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტი, მაგალითად პაატა მანჯგალაძის რადიკალიზმი, რომელიც ხშირად უზრდელობდა. ვაშაძეზე აღარ ვსაუბრობ და თაკო ჩარკვიანიც იცის საზოგადოებამ. ერთი სცენარია, მათ ერთი დამკვეთი და ერთი პატრონი ჰყავთ, ეს არის გლობალური ომის პარტია, რომლის მიზანია, როგორმე მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია, არეულობის მოწყობა, როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება შეცვლილი ხელისუფლება კი შეასრულებს დავალებებს, რომელიც დაკავშირებული იქნება მეორე ფრონტთან და მსგავს ანტიქართულ ქმედებებთან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.