ნიკოლოზ სამხარაძემ ტოივო კლაართან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მიმდინარე წლის თებერვალში დაგეგმილი 57-ე რაუნდის გადადების მიზეზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს მედიატორის როლსა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან საქმიანობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხირივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მჭიდრო კოორდინაციას მომავალშიც გააგრძელებენ.