როდ-აილენდის შტატში მამაკაცი, რომელიც ქალად იდენტიფიცირდება, დემოკრატ ქალთა ჯგუფის ხელმძღვანელად აირჩიეს.
როდ-აილენდის შტატში, 75 წლის მამაკაცი დონი ანდერსონი, რომელიც საკუთარ თავს ქალად მიიჩნევს, ახლახანს არჩევნების შედეგად როდ-აილენდის დემოკრატ ქალთა ჯგუფის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ ის ბიოლოგიური ქალი არ არის.
თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრისას ანდერსონმა ჯგუფს ასეთი სიტყვით მიმართა: „თუ მე ამირჩევთ აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თქვენ ამით მთელი მსოფლიოს წინაშე განცხადებას გააკეთებთ ჩემი საზოგადოების შესახებ“. მან ასევე, დასძინა, რომ „მე არ მინდა თქვენ იმის გამო დამიჭიროთ მხარი, რომ ტრანსგენდერი ვარ. გთხოვთ, ამას ნუ იზამთ. და ამასთანავე, ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ ჩემი ტრანსგენდერობის გამო არ შეიკავებთ თავს ჩემთვის ხმის მოცემისგან“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურმა მწერალმა და სტრატეგმა Breitbart News-თან საუბრისას განაცხადა, რომ „სამწუხაროა, როცა ქალთა კიდევ ერთ ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელმძღვანელი თანამდებობა ტრანსგენდერმა დაიკავოს, იმის შიშით, რომ ისინი, ვინც თავს არ იტყუებენ და მას ქალად არ აღიარებენ, ქსენოფობებად არ შეირაცხონ“.
ახლადარჩეულმა ტრანსგენდერმა ანდერსონმა, რომელიც მანამდე მასაჩუსეტის შტატში ქრისტეს პილიგრიმების გაერთიანებულ ეკლესიაში პასტორად მუშაობდა, მიმდინარე წლისთვის დემოკრატ ქალთა ჯგუფისთვის პრიორიტეტები დასახა. მან მხარი დაუჭირა სკოლებში გენდერული იდეოლოგიის სწავლების დანერგვასა და გავრცელებას და ასევე, დაგმო მშობელთა უფლებების დაცვის მოძრაობა. მისი თქმით, ტრანსგენდერი ბავშვების მიმართ არასწორი დამოკიდებულება, მათ თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.
პოლიტიკურმა მწერალმა Breitbart News-თან ასევე, განაცხადა, რომ „დიდი ნერვებია საჭირო იმის აღსაქმელად და გასააზრებლად, როცა ხედავ, რომ 75 წლის ბაბუა მცირეწლოვანი ბავშვების სტერილიზაციის მიზნით, თვითმკვლელობის დაუდასტურებელი საშიშროების საფუძველზე, კამპანიას აწარმოებს“.
როდ-აილენდის დემოკრატ ქალთა ჯგუფის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მის მიზანს „ქალებისა და მათ შორის, ქალად იდენტიფიცირებული პირების, ძალაუფლების, გავლენის და ეკონომიკური სტატუსის თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“.
გამოცემა Reduxx-ის ცნობით, 75 წლის ტრანსგენდერი ანდერსონი არის „ოთხი შვილის მამა და შვიდი შვილიშვილის ბაბუა“. ჩრდილოაღმოსავლეთ რეგიონში იგი პირველი კაცი არ არის, რომელიც ტრანსგენდერად იდენტიფიცირდება და ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს.
წყარო: ალტინფო