საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს, კრისტინა პფლანცს, მედეა ქოჩორაძეს და ჯონათან პინოლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით.
ზაზა ვაშაყმაძემ მათ სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები გააცნო. სტუმრების ინტერესი გამოიწვია ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობამ და სააგენტოს პუბლიკაციებმა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.