“ასე როგორ ამჩატდით ?! ამას რა უბედურებას ვხედავთ!” – ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

“ასე როგორ ამჩატდით ?! ამას რა უბედურებას ვხედავთ!” – ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი.

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას აქციებზე არ გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გამარჯვებულ მხარესთან მის ჯინში ჩადგომას “ამაზრზენს” უწოდებს:

“ვუსმენ, ვუყურებ და მართლა სევდიანად მეცინება … 37 პროცენტიდან მსხვილი ოპო პარტია 6 პროცენტზე დაიყვანეს, ამ 6 პროცენტით ჩაიბარა ახალმა თავმჯდომარემ ხაბეიშვილმა, ორი დღეა არ გაჩერებულა ტიპი, მოქმედება და მოძრაობა დაიწყო ფაქტია, მიძინებულ გაბითურებულ სტაგნაციურ პროცესში და არჩევნებში წაგებული მხარე მოგებულს ეჯინება აქციაზე არმისვლით, აბა ვნახოთ რამდენს გამოიყვანო?! საოცარი და ამაზრზენი სანახავია, ამ დროს პრეზიდენტი სასიკვდილოდ განწირული ახსოვთ “დევიჯეროთ”?! როგორც ჩემი მეზობელი იტყოდა : მეტი არაა ჩემი მტერი …….

უცებ წარმოვიდგინე “ესენი” (ზოგიერთი რა თქმა უნდა ) სათავეში, რომ მიეშვა ამომრჩეველს, გადაასწრებენ მგონი უტიფრობაში ზოგიერთ “ქოცს”ნუ ჰა და ჰა…. ჰოდა, ამომრჩეველმა კი გასცა ღირსეული პასუხი ამ ყველაფერს ! წაგება მარცხს როდი ნიშნავს ბატონებო! ასე როგორ ამჩატდით?! ამას რა უბედურებას ვხედავთ! მსოფლიო ყურადღების ცენტრშია სასიკვდილოდ განწირული სააკაშვილი და საქართველო….. და თქვენ, რა შიდა არჩევნებით პარტიის თავმჯდომარეობის ცვლილება ვერ გადაგიტანიათ, რა საცოდაობაა……

თქვენ იდეალისტი ამომრჩეველი გყავთ და პატივი ეცით მათ და საკუთარ თავსაც, მითუმეტეს იმ არჩევნებში წაგებულ მხარეს უამრავი -უმრავლესობა, უმაგრესი და უწესიერესი ადამიანი ჰყავს, ნუ აამღვრევინებთ წყალს ხელმოცარულ და მდაბიო კონფორმისტებს, გაერთიანდით ისე, როგორც იდეას ეკადრება!” – ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა, რომლის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც საზოგადოებას აქციებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. ხაბეიშვილმა დაანონსა აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მისი თქმით, 11 თებერვალს აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.

წყარო: newposts.ge