ოკლაჰომას შტატში ტრანსგენდერთა მხარდამჭერებმა ბავშვთა დაცვის კანონპროექტი გასაპროტესტეს

ოკლაჰომას შტატში ტრანსგენდერთა მხარდამჭერებმა ბავშვთა დაცვის კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც მცირეწლოვნებისა და მოზარდების გენდერულ ტრანზიციას კრძალავს, კაპიტოლიუმის შენობა დაიკავეს.

ოკლაჰომას შტატში, ეგიდით – Trans Lives Matter (ტრანსების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ტრანსგენდერთა მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობა რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კანონპროექტის გაპროტესტების მიზნით დაიკავეს, რომელიც 26 წლის ასაკის ქვემოთ ე.წ. „სქესის შესაცვლელ“ ოპერაციებს კრძალავს.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ტრანსების მხარდამჭერმა 150-მა მომიტინგემ რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციიდან ოკლაჰომას კაპიტოლიუმის შიდა როტონდა დაიკავა.

საპროტესტო მსვლელობა – „ოკლაჰომელები თანასწორი და თავისუფალი ოკლაჰომასთვის“, ქუჩაში დაიწყო, რის შემდეგაც კაპიტოლიუმის შენობაში გადაინაცვლა. დემონსტრანტები რამდენიმე განსახილველ და დასამტკიცებელ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მათ შორის, სენატის 129-ე კანონპროექტს, რომელიც ექიმებს „26 წლისა და უცროსი ასაკის პირებისთვის გენდერული ტრანზიციის პროცედურების ჩატარებასა ან ამ პროცედურებთან დაკავშირებული რეფერალური მომსახურების გაწევას უკრძალავს“.

„კანონპროექტი შტატის გენერალურ პროკურორს აქტის აღსასრულებლად დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს, მიღებული კანონის დამრღვევთ მძიმე დანაშაულის ჩადენაში დაედებათ ბრალი და შესაბამისად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ჩამოერთმევათ“, – წერია კანონპროექტის აღწერაში. ოკლაჰომას შტატის საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი კენჭისყრაზე ჯერ არ დაუყენებია.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს „გენოციდი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ბავშვებს სქესის შესაცვლელი პროცედურების აკრძალვა თვითმკვლელობამდე მიიყვანს.

ოკლაჰომას შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა კევინ სტიტმა ბავშვების დაცვის მიზნით დასახული გეგმების განსახორციელებლად ძალისხმევა გააორმაგა და თავის მიმართვაში განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ყველაზე მოწყვლადი ნაწილი საზოგადოებისა – ჩვენი შვილები. ოკლაჰომაში არ უნდა დავუშვათ, რომ მცირეწლოვნებმა და მოზარდებმა სქესის შესაცვლელი ოპერაციები გაიკეთონ, რაც მათ ცხოვრებას სამუდამო დაღს დაასვამს“.

მან ასევე, განაცხადა, რომ „სწორედ ამიტომ მე მოვუწოდებ დასამტკიცებლად გადმომიგზავნონ კანონპროექტი, რომელიც შტატში გენდერული ტრანზიციის მიზნით ყველანაირ ქირურგიულ ჩარევასა და ასევე, ჰორმონოთერაპიას აკრძალავს“.

წყარო: alt-info