ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა საზღვრებზე ღობეების მშენებლობა დააფინანსოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა დააფინანსოს საზღვრებზე ღობეების მშენებლობა, რითაც გააცოცხლა იდეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიუღებლად ითვლებოდა – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მიგრანტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებული საჩივრების მზარდი ტენდენცია შეამჩნიეს. მესაზღვრეებმა გასულ წელს 330 000 საზღვრის უკანონო კვეთა დააფიქსირეს, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წყარო: itv.ge