ამერიკული მასმედია: უკრაინა, შეიძლება, მალე გახდეს ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი ტერიტორია

«უკრაინის ეროვნული ელექტროქსელი ყოველდღე უფრო და უფრო უახლოვდება სრულ კოლაფსს. უკრაინელები უკვე შეჩვეულები არიან გათიშვებს, მაგრამ უკრაინაში აშკარად არ არის საკმარისი ელექტროენერგია, და ელექტროენერგიის მიწოდება ბევრად ჩამორჩება მოთხოვნის საჭიროებებს, რაც იწვევს სერიოზულ ეკონომიკურ დარღვევებს და პრობლემებს. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალმა სარაკეტო დარტყმებმა, შესაძლოა, უკრაინის ენერგოინდუსტრიის სრული კოლაფსი გამოიწვიოს, რის შედეგადაც ათობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდება, სიბნელეში იცხოვროს. ენერგოსისტემის კოლაფსის შედეგად დაღუპულები, სავარაუდოდ, ბევრად მეტი აღმოჩნდება, ვიდრე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიერ გამოწვეული დანაკარგები» – წერს ამერიკული ჟურნალი Foreign Affairs (FA).

გამოცემის მიხედვით, ყველაზე უარესი ის არის, რომ უკრაინის ენერგეტიკის კრახმა, შესაძლოა, ევროპაში ჰუმანიტარული და მიგრაციული კრიზისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შეიძლება მოჰყვეს ატომური რეაქტორების განადგურება და მასშტაბური წყალდიდობები ჰიდროელექტროსადგურებზე კაშხლების ადიდების გამო. მაგრამ, ეს სრული სია არ არის: რიგშია სასურსათო კრიზისი იმ ქვეყნებში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე.

 

Foreing Affairs განუმარტავს მკითხველს, რომ ნებისმიერი ელექტროქსელის ყველაზე დაუცველი ადგილი არის დიდი ტრანსფორმატორები, რომლის ამოცანაა ძაბვის გაზრდა და შემცირება. ეს არის ძალიან მასიური მოწყობილობები, რომელებიც ასობით ტონას იწონიან და მათი ტრანსპორტირებისთვის სპეციალური სარკინიგზო პლატფორმებია საჭირო. მათ ხომ ღია სივრცეში ამონტაჟებენ, ამიტომ მაღალი სიმძლავრის ტრანსფორმატორები რაკეტებისთვის და თვითმფრინავისთვის იოლი სამიზნეები ხდებიან. დღევანდელი მოცემულობით, ათობით უკრაინული ავტოტრანსფორმატორი უკვე განადგურებულია, რომლებიც ქსელის მნიშვნელოვანი კომპონენტები არიან, ახლის მიღება უბრალოდ არ ხდება, – აღნიშნავს გამოცემა.

 

თუ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ასეთი ტრანსფორმატორი გამოვა წყობიდან, უკრაინა ცხოვრებისთვის უვარგის ადგილად გადაიქცევა, – ირწმუნება FA.

 

გამოცემა განმარტავს: ელექტროტუმბოები წყალს ტუმბავენ ქალაქების წყალმომარაგებისა და წყლის გამწმენდ სისტემებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობა დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე, კავშირის ფუნქციონირებაზე, საბანკო სისტემაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. საწყობებიდან საწვავიც კი ელექტროენერგიით მოიპოვება. ლოკომოტივები, რომლებიც ფრონტს იარაღსა და საბრძოლო მასალას აწვდიან, ასევე არ იმუშავებენ ელექტროენერგიის გარეშე, ამის მიღწევა სურს რუსეთს უკრაინის ენერგოსისტემაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებით.

 

დღეს უკრაინული ქსელი მომხარებელის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე აკმაყოფილებს 50-70%-ით, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ სისტემის სრული კრახი სავსებით შესაძლებელია. და საქმე არც კი ეხება სარაკეტო დარტყმებს.

 

ქვეყნის ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ მუშაობა რომ გააგრძელოს, მას სჭირდება კვალიფიციური ინჟინრები და ტექნიკოსები. მილიონობით უკრაინელმა უკვე დატოვა ქვეყანა, მათ შორის არიან ენერგეტიკის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობდნენ ატომურ ელექტროსადგურებში. ზოგიერთი ინფორმაციით, შეიძლება ვისაუბროთ სპეციალისტების 60-70% დანაკარგზე. უკრაინის ენერგეტიკული სისტემა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ატომურ ენერგიაზე, არასოდეს დამდგარა ასეთი ძლიერი დარტყმის წინაშე. ატომური ელექტროსადგურები საჭიროებენ მომზადებულ ტექნიკოსებს, რომლებიც განპირობებენ მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას. თუ ქსელში ელექტროენერგია არ იქნება თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება მოხდეს რეაქტორის ბირთვის დნობა ან დაიწყება ხანძარი დახარჯული საწვავის აუზებში – კატასტროფა გარდაუვალია – გვაფრთხილებს სტატიის ავტორი თომას პოპიკი (Thomas Popik).

 

ავტორი ხაზს უსვამს, რომ კატასტროფა არა მარტო უკრაინას ემუქრება, არამედ მთელ ევროპას. გარდა ამისა, თუ ქვეყანაში დაიწყება ელექტროენერგიის დიდი გათიშვა, და ზოგან საერთოდ არ იქნება, მილიონობით უკრაინელი დაიძრება საზღვრებისკენ და მაშინ ევროპაში ლტოლვილთა კრიზისი დაიწყება.

 

კატასტროფა არა მარტო ატომურ ელექტროსადგურს ემუქრება – საფრთხის ქვეშ არის ათობით ჰიდროელექტროსადგური, რომელთა უსაფრთხოებისთვის ასევე საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტები. არ დაგავიწყდეთ, კაშხლების კარები იხსნება და იხურება ელექტროძრავების მეშვეობით. თუ არ იქნებიან სპეციალისტები ან არ იქნება ელექტროენერგია, წყალი გადავა კაშხალზე.

 

ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი კიევის წყალსაცავია, რომლის მარცხენა ნაპირზე მიწის კაშხალია, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მიწის კაშხალი – 18 კილომეტრი. 1986 წლის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად, წყალსაცავის ფსკერზე რადიოაქტიული ნივთიერებები დაილექა. რადიოაქტიული წყალი იხუვლებს დნეპრის დინების მიმართულებით, დატბორავს ათობით დასახლებულ პუნქტს, დაიღუპება ათობით ათასი ადამიანი, – ნათქვამია სტატიაში.

 

   ენერგოსისტემის კრახს კი, ჯამში, უკრაინული არმიისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება. დასავლეთმა ამ მხრივ უნდა იფიქროს იმაზე, რომ უკვე ას მილიარდზე მეტი დაიხარჯა უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება, ეს ფული უშედეგოდ გადაყრილი გამოდგეს, – გვახსენებს FA.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, კიევი სულ უფრო მეტ იარაღს ითხოვს, არ ფიქრობს იმაზე, რომ უკრაინის ენერგოსისტემას პირველ რიგში სჭირდება დახმარება. არა, რა თქმა უნდა, კიევმა დასავლურ საელჩოებს გაუგზავნა ქსელური აღჭურვილობის სია, რომელიც საყიდელია და მისაწოდებელია უკრაინისთვის. მაგრამ ამისთვის საჭიროა ათეულობით მილიარდი დოლარი, მაშინ, როდესაც უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად შეგროვდა მხოლოდ 157 მილიონი, საიდანაც 118 მილიონი გადასცეს კიევს. თანხა აშკარად არ არის საკმარისი. თუმცა პრობლემაა ასევე, რომ საკმარისი ფინანსები რომც გამოჩნდეს, ავტოტრანსფორმატორების ყიდვა არც ისე ადვილია. მათ დამზადებას შეკვეთა სჭირდება და ერთის დამზადების ვადა სამ წლამდეა. ამავდროულად ტრანსფორმატორი ათ მილიონ დოლარამდე ღირს და განკუთვნილია ექსპლუატაციისთვის 40 წლის ვადით.

 

თომას პოპიკი პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას ხედავს – მისცენ უკრაინას ევროპული ავტოტრანსფორმატორები, რომლებიც გამოიყვანეს ექსპლუატაციიდან და მოამზადეს მათი ნაწილებით დაშლისთვის. ირლანდიამ და ლატვიამ უკვე ასეთი თითო მოწყობილობა გაგზავნეს უკრაინაში. ავტორი გვთავაზობს კანონის მიღებას, რომელიც კრძალავს გამოყენებული ტრანსფორმატორების ნაწილებად დაშლას და უკრაინაში გაგზავნას. მისი აზრით, კატასტროფის თავიდან აცილების სხვა ვარიანტები არ არსებობს.

 

«ნატოს ხელმძღვანელობა ამჟამად დაკავებულია «აბრამსების», «ლეოპარდ2», «ბრედლის», «პატრიოტის» საჰაერო თავდაცვის სისტემების და F-16 გამანადგურებლების მიწოდებით. ასეთმა თანამედროვე იარაღმა შესაძლოა, თავისი როლი შეასრულოს გამარჯვების მიღწევაში, მაგრამ ავტოტრანსფორმატორების არქონა უკრაინას დამარცხებით ემუქრება. უკრაინის უბედურება გვახსენებს, რომ ნაკლებად გასაგები ტექნიკური საკითხები, როგორიცაა დიდი ტრანსფორმატორების მნიშვნელობა ელექტროქსელებისთვის, განსაზღვრავს კონფლიქტის შედეგს. ამავდროულად, უკრაინის დრო იწურება» – აფრთხილებს Foreing Affairs.

 

წყარო