დეგნანი – არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ – ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა.
ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა მიზანმიმართულად იმის გამეორებით, რაც თავადვე იციან, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა. ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა და ვფიქრობ, ქართველებმა ეს აქამდეც ბევრჯერ ნახეს. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი აქ არის ის, რომ ყველაფერი, რაც აქ გავაკეთეთ არის შენება ერთად,“- განაცხადა დეგნანმა.
წყარო: newposts.ge