გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, საქართველოს კონფლიქტში ჩართვის ინტერესიც გაზრდილია

კობახიძე – გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, საქართველოს კონფლიქტში ჩართვის ინტერესიც გაზრდილია.

არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა – როგორ გაგრძელდება მოვლენები არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს – ეს ინტერესი გაზრდილია”.

– “არსებობს ძალიან დიდი მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არ არსებობს, მაგალითად, მოლდოვის მიმართ. მოლდოვაშიც პატიმრობაშია მე-5 პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი?! პირდაპირ გვამუნათებდნენ ევროპარლამენტარების ნაწილი, რომ როდესაც პატიმრობაშია პრეზიდენტი, ეს უკვე ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე” – აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: ალტ-ინფო