ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტზეც არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტზეც არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ამ დეტალებში არ მინდა შესვლა. ჭორების დონეზე რაღაცებზე იყო საუბარი, რა პრივილეგიები იყო შეთავაზებული და ასე შემდეგ. აქ საერთოდ არ მინდა შესვლა, მაგრამ არის კონკრეტული ინფორმაცია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, მასზე ეს წნეხი შედეგიანი აღმოჩნდეს. იმედია, არ იქნება ასე, მაგრამ აშკარაა, რომ არის სერიოზული წნეხი გარე ძალებიდან. აქ შიდა ძალები აღარ არსებობს, „ნაცმოძრაობა“ განულებულია და არიან ვიღაცები, ეს გლობალური ომის პარტია, რომელიც ანაცვლებს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“ – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან არ არსებობს პრეზიდენტის მიმართ მუქარის არც ერთი ფაქტი.
წყარო: ალტ-ინფო