აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მეორე ვადით კენჭისყრის “მტკიცე გადაწყვეტილება” ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ მან PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია. ვფიქრობ, ეს ჩემი განზრახვაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მტკიცედ ჯერ არ მიმიღია”, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
“შემომხედეთ. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა“, – აღნიშნა ბაიდენმა.