ნიკოლოზ სამხარაძე: სამწუხაროდ, მე იმედი არ მაქვს, რომ წელს დეზინფორმაციული კამპანია შეწყდება

სამწუხაროდ, მე იმედი არ მაქვს, რომ წელს დეზინფორმაციული კამპანია შეწყდება, თუმცა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მართალი სიტყვა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა მიმდინარე წელს იმ დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ოპოზიცია გასულ წელს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ატარებდა.

„სამწუხაროდ, მე იმედი არ მაქვს, რომ წელს დეზინფორმაციული კამპანია შეწყდება, თუმცა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მართალი სიტყვა. უნდა გავაქტიურდეთ საგარეო ასპარეზზე, ასევე რაც შეიძლება მეტი დელეგაცია უნდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება ადგილზე. ასევე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები დაგვეხმარებიან ამ საკითხში, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად მიყენებული ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – აცხადებს სამხარაძე.