აუდიტების შედეგად პასუხისმგებლობა უყრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების 621 თანამდებობის პირს დაეკისრა. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“621 – უყრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სწორედ ამდენ თანამდებობის პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა წინა წლის შიდა აუდიტების შედეგად.
მათგან – მატერიალური პასუხისმგებლობა – 497 თანამდებობის პირს; დისციპლინარული პასუხისმგებლობა – 124 თანამდებობის პირს”, – წერს რეზნიკოვი.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ შიდა აუდიტების ყველა მასალა, რომლებითაც დარღვევებია დადგენილი, სამართალდამცავებს გადაეცა.
“ყველა პირი, ვისი დანაშაულიც შესაბამისი ორგანობიების მიერ იქნება დამტკიცებული, – პასუხს აგებენ”, – წერს რეზნიკოვი.