შალვა პაპუაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წარმომადგენლებს შეხვდა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშზე, რომლითაც დადებითად ფასდება საქართველოს სექტორული დაახლოება ევროკავშირთან.

თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალ კანონზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა საერთაშორისო დონეზე საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროება, ასევე, საჯარო-კერძო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, კომიტეტის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.