“თურქეთში მიწისძვრა ხელოვნურად იქნა გამოწვეული”- რას აცხადებენ დემურ გიორხელიძე და დუმის დეპუტატი ფიოდოროვი ( ვიდეო)

თურქეთის მედია ავრცელებს მიწისძვრამდე რამოდენიმე წუთით ადრე გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს მძლავრი ენერგეტიკული მუხტით გამოწვეული ცის კამარის მრავლობითი ძლიერი ნათებები.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ევგენი ფიოდოროვის აზრით – ალბათობა იმისა, რომ თურქეთში მიწისძვრა ხელოვნურად იქნა გამოწვეული და გამოყენებული იქნა სეისმოლოგიური იარაღი – ძალიან მაღალია.

მსგავს მოსაზრებებზე დგას ქართველი დემურ გიორხელიძე:

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12 391-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadolu საგანგებო სიტუაციების ადმინისტრაციაზე (AFAD) დაყრდნობით იუწყება.

ამავდროულად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ თითქმის 63 ათას ადამიანს მიაღწია, წერს გაზეთი Hurriyet იმავე დეპარტამენტზე დაყრდნობით.