“ინტელექტუალთა კლუბის” მონაწილე კახა მაჩიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ტაქსიში ჩავჯექი. ვდგავართ. გავიდა 10 წამი, ვდგავართ.
თან მძღოლს ვათვალიერებ, იმხელაა მარჯვენა დუნდული სიჩქარეების გადამრთველ კოლოფზე უდევს.
გავიდა კიდევ 20 წამი, ისევ ვდგავართ. ჩავახველე, ვდგავართ. და ამ დროს მესმის:
– მეტყვი ახლა სად წავიდე თუ დაგლეწო?
მარჯვენა ხელი კარისკენ გავაპარე და ჩუმად შევაღე.
– შენ არ გეუბნები ძმიშვილო, აპლიკაციამ გამიჭედა.
ის შეღებული კარი ჩუმადვე მოვხურე და ჭერზე ხელმოსაკიდს ჩავეჭიდე ცეკას მდივანივით. არა ბიჯო, ამას დავაჩაგრიებ თავს.”