„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განაცხადებით, ყველა პროცესი, რომელიც სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
კირკიტაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, რატომ აცხადებენ ნიკა მელიას მხარდამჭერები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები არის აქციები აქციებისთვის.
დავით კირკიტაძის თქმით, ამას „ქართული ოცნების“ მომხრეები ამბობენ.
„გარწმუნებთ, ეს აქციები, ასევე ყველა პროცესი, რომელიც სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ინფორმირებულია ყველა ადამიანი სოციალური ქსელებითაც. მადლობა მასმედიას, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებს. არსებობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პროდასავლური მომავლის მომხრეები და ისინი საქმის კურსში არიან ყველაფერზე. დანარჩენები, ვისაც არ უნდა, შეიმჩნიოს, ნუ შეიმჩნევს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.