ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს არის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, საზოგადოების წინსვლა და განვითარება და შემდეგ მოდის სხვა პრიორიტეტები. სწორედ ამ პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს უზრუნველვყოფთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს პრეზიდენტის დეფეტიზმის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობის“ მგონი, სახელიც არ დარჩა. ვხედავთ, 20-30 კაცის მოგროვება უჭირთ არა მარტო თბილისში, არამედ მუნიციპალიტეტებში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ისეთი სიჩქარით მიექანება უფსკრულში და ისე გადაიჩეხება, რომ აღდგენა შეუძლებელი იქნება. ისინი ყველა განცხადებაში ცდილობენ, რაღაც ისეთი დაიჭირონ, რომ შემდეგ იქნებ, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციები წარმოაჩინონ. ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდათ.
ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ჩვეულებრივ ფაქტის კონსტატაცია იყო და წუხილი, რომ რუსეთი გარკვეულ წარმატებებს აღწევს, იმ რეალობის ჩვენება იყო, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდა. შემდეგ ვიხილეთ გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მიერ დადგმული პერფორმანსი იყო, რასაც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით შეეცადნენ. არ ელოდნენ, რომ მამუკა მდინარაძე მანქანიდან გადმოვიდა და მათ საკადრის პასუხს გასცემდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ არავის მათი არ ეშინია და არც არასდროს შეეშინდებათ“, – განაცხადა მიქანაძემ.