ის რომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევაა, მგონი ბევრი მტკიცებულებები აღარ დაგვჭირდება, მათ შორის ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილებში ბევრი მტკიცებულებები გვაქვს მოყვანილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, „კრედიტ სუისი“ დაადანაშაულა და მილიარდზე მეტი თანხა დააკისრა, მიუხედავად ამისა წლების განმავლობაში ეს გადაწყვეტილება არ სრულდება ბანკის მხრიდან.
„განცხადებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს, გახდა საფუძველი იმისა, რომ ისედაც ვგეგმავდით საზოგადოების ინფორმირებას, ამ ფონზე აუცილებელი იყო ჩვენი მხრიდან გამოხმაურება ევროკავშირი, რომელიც დაფუძნდა სუვერენული უფლებების პრინციპების საფუძველზე, სიტყვის თავისუფლების საფუძველზე, კანონის უზენაესობის საფუძველზე, სამწუხაროდ, ეს ყველა ევროპული ღირებულება, დაარღვია თავად ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა. სუვერენული უფლება დაარღვია იმით, რომ ევროპარლამენტარები გამოდიოდნენ და აკეთებდნენ განცხადებებს ქართველმა ხალხმა ვინ უნდა აირჩიოს და ვინ – არა. ანუ, ერეოდნენ სუვერენულ უფლებაში. კანონის უზენაესობა დაარღვიეს ასევე ევროპარლამენტარებმა სამწუხაროდ იმით, რომ პირდაპირ იმით, რომ საერთაშორისო სასამართლოსა და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, კანონის გვერდის ავლით პატიმარი სააკაშვილი გამოუშვითო. ეს მეორე პრინციპი დაარღვიეს. ახლა ჩვენ ვხედავთ სიტყვის თავისუფლების პრინციპსაც კი არღვევენ. მედიაში ცენზურაა დაწესებული. საერთაშორისო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, „კრედიტ სუისი“ დაადანაშაულა და მილიარდზე მეტი თანხა დააკისრა, მიუხედავად ამისა წლების განმავლობაში ეს გადაწყვეტილება არ სრულდება ბანკის მხრიდან გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ზეწოლაა საქართველოზე, ხელისუფლებაზე, ბიძინა ივანიშვილზე კონკრეტულად. ამაზე უნდოდათ სტატიის გამოქვეყნება და არცერთ ევროპულ სააგენტოში არ გამოუქვეყნეს ისე, როგორც უნდოდათ.
შესაბამისად, ეს ცენზურა, რომელიც არის დაწესებული, შემადგენელი ნაწილია იმ კოორდინირებული შეტევისა საქართველოსთან მიმართებით, რომელზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმის იმედი არსებობს ის საზოგადოება, პირველ რიგში ქართული, რომელიც ამას სწორად შეხედავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.