იაგო ხვიჩია: არცერთი „იუთუბერის“ სიტყვა უყრაინიდან არ უნდა დავაყენოთ ამერიკის ელჩის პოზიციაზე მაღლა

არცერთი „იუთუბერის“ სიტყვა უყრაინიდან არ უნდა დავაყენოთ ამერიკის ელჩის პოზიციაზე მაღლა, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამერიკის ელჩის მიმართ. მე მას პატივს ვცემ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არცერთი „იუთუბერის“ სიტყვა უკრაინიდან არ უნდა დავაყენოთ ამერიკის ელჩის პოზიციაზე მაღლა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.