ლაშა დამენია: პრეზიდენტის განცხადება ფარისევლობაა

“პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ თავისმა ქვეყანამ დაიწყო ომი სამაჩაბლოში, მისგან ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ფარისევლობაა” -ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას

“მას თუ კი რაიმე ქმედითის გაკეთება უნდა, ნაბიჯებს უნდა დგამდეს და არ უნდა იყოს ქცეული კომენტატორად, რომელიც რეალურად არაფრისმომცემი არაა” – განაცხადა ლაშა დამენიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: ჩვენი დეფეტიზმი ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას – ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება