ომის პარალელურად მიმდინარე “პარადოქსებზე” – რევაზ კილასონია

უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთიდან, გერმანიისკენ გამავალი გაზის მილის- “ჩრდილოეთის ნაკადი” 1 და 2-ის აფეთქების უკან- ამერიკელი სპეცსამსახურები იდგნენ.


ეჭვს არ იწვევს ის ფაქტიც, რომ ევროპასა(განსაკუთრებით, გერმანიასთან) და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობა- აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებში შედის.
უკრაინაში მიმდინარე მივლენები, უმეტესწილად, ამ პროცესის შედეგია.
(ომი ეს ჩვენ გვგგონია “უბედურება” და “ტრაგედია”, დიდი ქვეყნებისთვის კი, ეს უბრალოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა)
აშშ-ს ქმედებებს და ლოგიკას, აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები:
1) 2000-იანებიდან, გერმანიის ლიდერობით, ევრო კავშირი ცდილობს აშშ-სგან დისტანცირებას, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ამ მხრივ, მან გააქტიურა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან. შედეგი არის ის, რომ 2020 წლის მონაცემებით, ევრო კავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი, რომელმაც ჩაანაცვლა აშშ.
და უმთავრესი- ევრო კავშირმა შემოიღო საკუთარი ფულის ერთეული-ევრო, რაც პირდაპირი დარტყმა იყო დომინირებულ აშშ-ს დოლარზე.
აშშ-ში, ევრო კავშირის ეს და სხვა მსგავსი ქმედებები, განხილულ იქნა როგორც კონკურენტობა, სუვერენულობისკენ და აშშ-ს გავლენისკენ გასვლის მცდელობად.
2) 90-იანებში, რუსეთს ფაქტიურად, ამერიკული ადმინისტრაცია მართავდა. ამერიკულმა ფირმებმა, ნამდვილ “ელდორადოს”, სწორედ რუსეთში მიაკვლიეს. სხვადასხვა მონაცემებით- 1992-1996 წწ. მაშინდელი კურსით 200 მილიარდ დოლარად ღირებული ფაბრიკა-ქარხნები თუ სხვა სტრატეგიული ობიექტები- 9 მილიარად შეიძინეს.
მაგრამ ეს ყველაფერი, ეტაპობრივად, შეიცვალა 2000-იანებში.
რუსეთმა, ჯერ შიდა პოლიტიკური პრობლემები დაარეგულირა.
მერე რესურსების საკამოდ ეფექტური დივერსიფიკაცია მიახდინა, როგორც ევრო კავშირის, (გაზსადენები-“ჩრდილოეთის ნაკადები-1, 2” ბალტიის ზღვის გავლით და “თურქეთის ნაკადი”, შავი ზღვის გავლით) ასევე ჩინეთის (გაზსადენი-“ციმბირის ძალა”) მიმართულებით.
2000-იანებში რუსეთი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, დაბრუნდა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზეც: 2008 წლის ომი, 2015 წელს სირიაში ჯარების შეყვანა, 2020-ყარაბაღის მეორე ომი და ა.შ.
რამაც ერთობლიობაში გამოიწვია ამერიკული გავლენების შემცირება რუსეთში.
და მოვედით დღემდე, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დამდგარი წესრიგი – მორღვეულია.
შესაბამისად, გლობალურ პოლიტიკურ არენაზე მყოფი ძალები ცდილობენ ახალ წესრიგთან შეგუებას და ახალი შესაძლებლობის ფანჯრების ძიებას.
აშშ-თვის, სწორედ ასეთი შესაძლებლობის ფანჯარაა, უკრაინაში გაჩაღებული ომი, ევრო კავშირში დაკარგული პოზიციების შესანარჩუნებლად.
“ჩრდილოეთის ნაკადების” აფეთქებით და რუსეთის “დასანქცირებით”, აშშ-დმი ევრო კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგო დამოკიდებულება- პიკს აღწევს.
ამ მხრივ, აშშ-ს მიზანი მიღწეულია.
(ის, ევრო კავშირს, ზუსტად ამავე მეთოდებით ჩამოაშორებს ჩინეთსაც, როცა ამის დრო მოვა)
ამიტომ, ევრო კავშირის ნებისმიერი მცდელობა, მოიძიოს ალტერნატიული ენერგო-მომარაგების ბაზრები- აშშ-ს სტრატრგიული მიზენბისთვის-
ს ა ფ რ თ ხ ე ს წარმოადგენს.
“პარადოქსს” რომ დაუბრუნდეთ, ამ თვალსაზრისით, ევრო კავშირს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება:
გაზის მომარაგების მოცულობების გაზრდის,
შავი ზღვის გავლით, ელექტროსადენის გაყვანა,
ანაკლიის პორტის და ჰიდრო ელექტრო სადგურების პროექტების განახლება, აშშ-ს სტრატეგიული ინტერესებისთვის ისეთივე “საფრთხეა”, როგორც ეს “ჩრდილოეთის ნაკადები” იყო.
ანუ საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთაბული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის-
ს ა ფ რ თ ხ ე ა.
პ.ს. პოლიტიკა ასეთია- სიტუაციურობა, გრძელვადიანი ხედვები და ინტერესების გადაზღვევა.

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი