უყრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი პარტნიორებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს.
„რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ესხმოდა თავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის ფედერაციის განზრახვა უცვლელია: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. საჭიროა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მოიერიშე თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის“,- წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.