რატი იონათამიშვილი: ისტერია ისმის ნაცმედიის მხრიდან: აქაოდა, მამუკა მდინარაძემ ნაცებს აგინაო.

ისტერია ისმის ნაცმედიის მხრიდან: აქაოდა, მამუკა მდინარაძემ ნაცებს აგინაო. თუ გინებაზეა საქმე, მმართველი გუნდის ლიდერი აკონკრეტებს დამბრალებლებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„რა გამოდის, რომ მათ ისე ლამაზად და უპრობლემოდ მიიღეს. ფაქტობრივად აღიარებენ, რომ არიან დამბრალებლები და დიახ, დავაბრალეთო. სხვანაირად ცხადია, რომ თუ შენ მართალი ხარ, ასე ძალიან არ აგერევა საკითხი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედში“ მისულ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ტელევიზიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ. მათ მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა თქვა, რომ აქციაზე მისულები ვერც შეკრების მიზეზს ასახელებდნენ და ვერც მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ.