სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ნატო სამარცხვინო მარცხის წინაშე დგას, უკრაინა ალიანსისთვის დამოკლეს მახვილად გადაიქცა.
ამიტომ, დღეს ალიანსის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, განიხილავენ უკრაინაში მოსალოდნელი სამხედრო კატასტროფის შეჩერების გზებს. როგორც ამერიკულ ისტებლიშმენტში მაღალი რანგის წყარომ დაადასტურა, რუსეთის მიმართ ნატოს პოლიტიკის ახალი დირექტივა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გადაეცა. რეალური ძალაუფლების თვალსაზრისით, ბლინკენი სხვა არაფერია, თუ არა “ფოსტალიონი” მათ ხელში, ვინც რეალურად აწარმოებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.
სახელმწიფო მდივანს დაევალა ახალი დირექტივის, ერთგვარი გზავნილის კრემლისთვის გადაცემა მთავარი ბეჭდური მედიის საშუალებით, რომელიც მაშინვე გამოაქვეყნა ვაშინგტონ პოსტმა.
იატაკქვეშა მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ომის დაწყების დღეებიდან მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც რუსეთისთვის ფაქტობრივად არაფერი იყო შესათავაზებელი.
ამ პეროდში, “კოლექტიურ დასავლეთს” სანქციების იმედი ჰქონდა და ევროპელი ლიდერები თვლიდნენ, რომ რუსეთის ეკონომიკა გამოიფიტებოდა, თუმცა სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და ისინი ევროპული ეკონომიკისთვის აღმოჩნდა საზიანო.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ს ახალი წინადადება მთლიანად უგულებელყოფს კიევის ინტერესებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ომი რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინა არამედ ამერიკის სისხლით ნაშენი იმპერია და მისი ნატოს
წევრი მოკავშირეები, ხოლო უკრაინელები სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი ფრონტის ხაზზე.
ვაშინგტონის ბოლო შეტყობინებამ, ერთი შეხედვით, შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები აღიარებს რუსეთის კონტროლს ყირიმზე, დონბასზე, ზაპოროჟიესა და ხერსონზე.
ამ შეთავაზებით უკრაინა გახდება დემილიტარიზებული სტატუსის მქონე, ხოლო HIMARS Leopard და Abrams ტანკები შეიძლება
განლაგდეს მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში, როგორც ” შემაკავებელი რუსეთის შემდგომი თავდასხმების წინააღმდეგ.”
ვაშინგტონი რეალურად მოსკოვს უკრაინის დაყოფას სთავაზობს, მათ შორის დემილიტარიზებულ ზონას, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთის გენერალურმა შტაბმა გააუქმოს
შეტევით ოპერაციები.
რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის დაკარგვა, ასევე დაბლოკოს იარაღის მიწოდების არხები პოლონეთის საზღვრიდან.
აქვე მკითხველს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის არესტოვიჩის ბოლოდროინდელ განცხადებასაც შევახსენბ, სადაც ის უკრაინაში კორეის სცენარის შესაძლო განხორციელებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი სცენარის შესახებ მზაობა დასავლელ ლიდერებშიც იგრძნობა.
აშშ-ს წინადადება აღწერს, ” გზას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ,
მაგრამ ეს არ უზრუნველყოფს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, კიევი ამ გზით მხოლოდ პოლონეთის მიერ მოთხოვნილი უკრაინის დასავლეთ ნაწილს შეინარჩუნებს.
ირაკლი ჯანყარაშვილი