100 მილიონის მფლობელი გიული დეიდა – ოფიციალურად დაუდასტურდა 10 სახლი, ათეულობით მიწის ნაკვეთი,შენობები,ფართები,მაღაზიები,უნივერსიტეტები და ასე შემდეგ- ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოლიგარქი და თან როგორი კორუმპირებული ოლიგარქი ყოფილა, 100 მილიონის მფლობელი გიული დეიდა – ოფიციალურად დაუდასტურდა 10 სახლი, ათეულობით მიწის ნაკვეთი,შენობები,ფართები,მაღაზიები,უნივერსიტეტები და ასე შემდეგ 
აი პირველ რიგში ვის უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაციის კანონი და ვის უნდა ჩამოერთვას ხალხისთვის მოპარული ქონება 
შვილის (მიშიკოს) პრეზიდენტობამდე ერთი უპოვარი, კვლევითი ინსტიტუტის რიგითი უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო, 220 მანეთი ხელფასით , ერთი ბინით და 15 წლის ნახმარი მანქანით . სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ მოხდა სასწაული – ზეციდან მასზე დიდი ბიზნესმენის ჭკუა გადმოვიდა და 100 მილიონის ქონება დააგროვა



საბოლოოდ დადასტურდა თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი ოლიგარქი , სახელმწიფოსთან შერწყმული ბიზნესით , კორუმპირებულობით – ცხვრის ქურქში გახვეული მსუნაგი მელა , სახელმწიფო ბიუჯეტის მჭამელი მღრნელი 
ამ უკვე ხანშიშესულ ქალს 1 დღე არ ქონია კერძო ბიზნესი – მან მხოლოდ პრეზიდენტის დედობაში იშოვა მილიონები 
სასწრაფოდ შემოიღეთ დეოლიგარქიზაციის კანონი და დაიწყეთ ამ უნამუსოებისთვის უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევა 
მერწმუნეთ არაფერ კარგ საქმეში არ ჭირდება მას ეს მილიონები , უმჯობესია სოციალურად დაუცველებს , უცხოეთში სამკურნალო ბავშვებს,დევნილებს გავუნაწილოთ გიული დეიდას სკივრში აღმოჩენილი-ჩვენთვის მოპარული ქონება 
P.S. დღეს გაირკვა რომ მხოლოდ უცხოელ ლობისტებს 1 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა გიული დეიდამ.
უნამუსობას,უსინდისობას და თავხედობასაც აქვს საზღვარი 
