CNN-ი მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს, რომელიც კლინიკა „ვივამედშია“ გადაღებული

ტელეკომპანია CNN საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრებს აქვეყნებს, რომელიც კლინიკა „ვივამედშია“ გადაღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა CNN Tonight-ს კადრები სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა.

CNN-ის მიერ გავრცელებული კადრებს გადაღების თარიღად 6 ოქტომბერი აქვს მითითებული. ვიდეომასალის ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში გადაადგილების დროს იატაკზე ეცემა, მეორე შემთხვევაში კი ის საწოლიდან ვარდება და ბადრაგი მის დახმარებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ გადაცემაში CNN Tonight საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული რისკი, მკურნალობის შემთხვევაშიც კი სააკაშვილის გამოჯანმრთელება ვეღარ მოხდეს.

„როგორც ხედავთ, მისი წონის უკიდურესად კლება გრძელდება. ევროკავშირის 27 ქვეყანა სოლიდარულია მის მიმართ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამას მხარს უჭერს პოლონეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები; მას მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინა მზადაა ის სამკურნალოდ მიიღოს. მას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა და დეტოქსიკაციის პროცედურის ჩატარება”, – განაცხადა მასიმო დანჯელომ გადაცემაში.