“გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი” – შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ გადავიხვეწოთ სხვის ქვეყანაში და იქ მოსამსახურეებად იმუშაოთ. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საკუთარ მოურავებთან ერთად დარჩეს ამ ქვეყანაში.

ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ რუს ოლიგარქს. მან ააფეთქა საყდრისი, ის აფეთქებს ქვემო ქართლი ეკლესია მონასტრებს, ანგრევს და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გელათი, არ შეიძლება რუს ოლიგარქს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უდრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.