ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში 20 თებერვალს ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

ვიზიტი 20-22 თებერვალს არის დაგეგმილი და მის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასა და რეგიონის სხვა პირველ პირებს შეხვდება.

ამერიკის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი რუსეთ-უყრაინის დაპირისპირების დაწყების წლისთავს ემთხვევა. აშშ-ში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ევროპელ კოლეგებთან კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რამდენად მნიშვნელოვანია უყრაინის მხარდაჭერა.