მიშველე თამრო, ვიღუპები! – უამრავი ავადმყოფობის სიმულაციაში მხილებული მსჯავრდებული  სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

უამრავი ავადმყოფობის სიმულაციაში მხილებული მსჯავრდებული სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს მიმართავს და სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს.

მიმართვას სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით”, – წერს სააკაშვილი.