ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უყრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად.

ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უყრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უყრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს მიიღო.