მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, პროდიუსერი და ბიზნესმენი, ლაშა ბასლანძე, ფეისბუქპოსტით სამოქალაქო აქტივისტს, ნიკა ნარსიას მიმართავს და ცემით ემუქრება იმის გამო, რომ მამუკა მდინარაძეს აქტივისტები სასტევენებით დახვდნენ და გააპროტესტეს მისი განცხადება – „გაცილებით წინ არის წაწეული რუსეთი მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა”.
„ნიკა ნარსია – მანდ გუშინ თქვენთან იყო ადამიანი, ვინც ზუსტად იცის ჩემი მეგობრის და ძმაკაცის გამო რაზე ვარ წამსვლელი… თავის თავზე აქვს გამოცდილი, როცა თქვენი ღმერთი მიშას სასამართლო უდანაშაულოდ იჭერდა, მე მაშინ რა გავუკეთე, რომ გადამერჩინა. ეგ სხვა საქმეა და მაგას პირადად ჩემგან მოეთხოვება ძალიან მწარედ, მაგრამ რაც შეგეხება შენ! შენი საცემი ჯარიმის 500 ლარი უკვე გადადებული მაქვს და გაიქეცი! მაგრად გაიქეცი სადმე თუ დამინახავ! აი, ის პატარა ჭყიპინა რომ გყავდათ, უნდა გაგიკეთო ერთ ადგილას და ისე გარბენინოთ! პირობას ვდებ აგერ სახალხოდ. მე თქვენ განახებთ, როგორ უნდა ხალხთან სახლებში მივარდნა! საკუთარი ჩრდილის ხომ გეშინია? ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ხალხო, ვინმე თუ წააწყდებით ამ შვისტოკიან ჩმორებს, ეგრევე გამაგებინეთ”, – წერს ლაშა ბასლანძე.
„ბევრი 500 ლარია გადადებული, შენს გვერდით ვარ, ძმაო!”, „500 კი არა 1000 გადავდებ და ჩემს სათქმელს მაინც ვეტყვი, სადაც შემხვდებ”. 500 x 2 ჩემზე იყოს, ვაფინასებ, ვისაც უნდა, გამაგებინეთ, კაი ჩემო ძმაო”, – წერენ კონენტარებში.
„ბერა მომიკითხე, 500 ადრე იყო 4500-ია ეხლა, ჩვენს გამო გააძვირეს, 38-ჯერ ვარ დაპატიმრებული და ზუსტად ვიცი, მაგრამ ძაან მეცინება მართლა, ამ არასერიოზული პოსტებით რომ ცდილობ ჩემს შეშინებას, „ლომო”, – ასე უპასუხა ნიკა ნარსიამ ლაშა ბასლანძეს.
ლაშა: მალე გნახავ ფისო.
ნიკა: კაი ძვირფასო.
ლაშა: გაემზადე ნიკა გაემზადე, სანატრელი არ გაგიხდეს დაჭერა.
ნიკა: არ მცალია მსგავსი სასაცილო მუქარებისთვის – რეჟიმს როცა ახსენებ, დღევანდელიც მოიკითხე, საკუთარი კეთილდღეობიდამ არ უნდა განსაზღვრო, ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და მაშინ აღარ დაწერ ან დააწერინებენ მსგავს პოსტებს. რამ შეაშინა ასე მდინო, დღესაც ამაზე რომ ლაპარაკობთ. წარმატებები ჩემს ცემაში Bro.
ლაშა: კი კიი იცინე. შენი ბრო ვივამედშია და ექთნებს აშინებს. მოიკითხე შენებში და მერე უფრო კარგად გაგეცინება, მჯერა.