პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს.
მისივე თქმით, ოპოზიციური ფლანგისთვის მერაბიშვილი საშიში არ არის, რადგან ვანო მერაბიშვილის პოლიტიკის შედეგი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა იქნება.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება, კარგი იყოს, რომ ვანო მერაბიშვილი კულისებიდან გამოვიდა და ახლა ღიად მართავს, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ამბავი ცუდია. ვანო მერაბიშვილის, როგორც რეალური მმართველის გამოჩენა „ნაცმოძრაობას“ დააზიანებს და პარტიას დაშლის, რაც ქვეყნისთვის კარგია. ეს პარტია რაც უფრო მალე დაიშლება, ქვეყანაში ვითარებას უფრო გააჯანსაღებს. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს, იმდენი ცუდი რამე აქვს ჩადენილი და ამას მხოლოდ ციხეში ყოფნა არ შველის, ამ ყველაფერს არ ათეთრებს. რაც აქამდე პარტიაში დუღდა, უკვე საჯაროდ არის გამოსული და ვხედავთ, პარტიაში როგორი დაპირისპირებაა. ეს ყველაფერი ოპოზიციას არ აზიანებს, პირიქით, კარგია ქვეყნისთვის და ოპოზიციას დაეხმარება, გამოთავისუფლებული სივრცე გამოყენებული იყოს „ქართული ოცნების“ რეალური კრიტიკისთვის. ოპოზიციური ფლანგისთვის მერაბიშვილი საშიში არ არის, მისი პოლიტიკის შედეგი პარტიის დაშლა იქნება. მერაბიშვილი საშიში იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ახლა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რასაც ვუყურებ, პარტიის დაშლას ენერგი